ავტომობილის შეძენა ყველას უნდა, მაგრამ ამისთვის თანხის შეგროვება დროში გაწელილი პროცესია. შესაძლოა მოულოდნელმა საჭირობებემა წლების განმავლობაში გაკეთებული დანაზოგი დაგახარჯინოს და ყველაფრის ახლიდან დაწყება გახდეს საჭირო. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ავტომობლი ჰყავთ, მაგრამ სხვა საჭიროებებისთვის, მაგალითად ბინის გასარემონტებლად, სჭირდებათ თანხა.

ორივე შემთხვევაში არსებობს გამოსავალი და ეს ავტო სესხის აღებაა. მათ, ვისაც ამ სერვისის სარგებლობა სურთ და უპირატესობას სიმარტივესა და დროს ანიჭებენ, კომპანია ევრო კრედიტი განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

კომპანია ევრო კრედიტი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების გირავნობით უზრუნველყოფილი სესხების გაცემაზეა ორიენტირებული.

კომპანია საქართველოს ბაზარზე 2011 წლის ნოემბერს გამოჩნდა და ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. ევრო კრედიტის საკრედიტო პორტფელი თითქმის სრულად ავტო სესხებისგან არის ფორმირებული. კომპანიას დასაქმებული ყავს 200 ადამიანი. საქართველოს დასაქმების ბაზარზე თანამშრომლებისათვის, ევროკრედიტს ერთერთი საუკეთესო პირობები აქვს.

ეროვნული ბანკის ახალმა რეგულაციებმა, რომლის მიხედვითაც სესხების გაცემა მნიშვნელოვნად გართულდა, საკრედიტო ბაზარი სრულიად შეცვალა. მიუხედავად რეგულაციებისა, ევრო კრედიტი ცდილობს მოახდინოს მეტი თანხის ინვესტირება და გააგრძელოს აქტიური მოღვაწეობა პორტფელის გასაზრდელად ქართულ ბაზარზე.

ევრო კრედიტში მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი პირობებია შექმნილი:

  • ყველაზე სწრაფად გასცემს სესხს, სტანდარტულ შემთხვევაში მომხმარებელი სესხს მიიღებს 30 წუთის ვადაში;
  • სწრაფი ავტო სესხი გაიცემა ასევე 75 წლამდე ასაკის მომხმარებლებზე, ეს შეთავაზება უპრეცენდენტოა ქართულ ბაზარზე;
  • არ არის აუცილებელი შემოსავლების დადასტურება, საკრედიტო ისტორია, ავტომანქანის დაზღვევა, ტექნიკური შემოწმება, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა და ასე შემდეგ. გაცემის პროცესი მაქსიმალურად მარტივია;
  • შესაძლებელია თანხის ნაღდი სახით გაცემა პარტნიორ ორგანიზაცია მანიქოს მეშვეობით ევროკრედიტის ფილიალების სალაროებიდან;
  • დაფინანსება შესალებელია განსამბაჟებელი მანქანების შემთხვევაშიც;

სწრაფი ავტო სესხი მოქნილი და მოსახერხებელი პროდუქტია, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია უპირატესობას ანიჭებს კლიენტების საჭიროებებს.

ევროკრედიტში სწრაფი ავტო სესხები გაიცემა 5 წლამდე ვადით. საპროცენტო განაკვეთი თვეში 0.1%-დან იწყება, ხოლო სესხის გაცემის საკომისიო 0%-დან.

კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მომავალში გეგმავს პროდუქტის დახვეწას მომხმარებელთა საჭიროებისამებრ.

ასე რომ, თუ თქვენი მიზნებისა და ოცნების ახდენა გსურთ, ევრო კრედიტის ვებგვერდს უნდა ესტუმროთ.