ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი, ემი შუმერი შვიდი თვის ორსულია. შუმერმა 2018 წლის დასაწყისში საიდუმლოდ იქორწინა შეფ-მზარეულ კრის ფიშერზე.

ორსულობა მსახიობისთვის ნამდვილად შთამაგონებელი აღმოჩნდა და ეს მის ინსტაგრამსაც დაეტყო. რომელსაც კომიკოსი იმ სტერეოტიპებთან ბრძოლისთვის იყენებს, რაც ამ 9-თვიან თავგადასავალს უკავშირდება.

ოჯახის ახალი წევრის მოლოდინი შთამაგონებელი აღმოჩნდა მისი მულისთვისაც, რომელმაც აი, ასეთი ტორტი გამოუცხო:

თუმცა, ამ ეტაპზე ყველაზე შთამბეჭდავი, რაც შუმერის ორსულობას უკავშირდება, NY Times-ის სტატია და ფოტოებია, რომელიც შიშველ მსახიობს ჰეიზერ სტენმა გადაუღო.

ფოტო: Heather Sten

ფოტოები ნიუ ორლეანში, წვიამიან ამინდში გადაიღეს და როგორც მოსალოდნელი იყო, ის ძალიან სახალისო გამოვიდა.

ფოტო: Heather Sten