ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 49-ს მიაღწია. პოლციის ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 50 დაშავებულს აღმოუჩინეს.

15 მარტს შეიარაღებული პირები ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში ორ მეჩეთს დაესხნენ თავს. პოლიციამ ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავა, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია რამდენი ადამიანი მონაწილობდა თავდასხმაში. ერთ-ერთ დაკავებულს მკვლელობისთვის ბრალი უკვე წაუყენეს და სასამართლოს წინაშე წარსდგება.

ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი, წარმოშობით ავსტრალიელი მეჩეთში შესვლამდე პირდაპირ ეთერში გავიდა და თავისი განზრახვის შესახებ ყვებოდა. როგორც მან თქვა, მას ბრენტონ ტარანტი ჰქვია და თავდასხმამდე მანიფესტი გამოაქვეყნა. მისი საუბარი ისლომოფობიური შინაარსის იყო და მაგალითებად სხვა თავდამსხმელები, ანდრეს ბრეივიკი და დარენ ოსბორნი მოჰყავდა.

ახალი ზელნადიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა თავდასხმა ტერორისტული აქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღეა.

ამავე თემაზე: