ბილაინის წარმომადგენლები ბარსელონაში მსოფლიო მობილურ კონგრესს (Mobile World Congress, MWC) დაესწრნენ. კონგრესი, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სფეროების სიახლეებსა და გლობალურ ტრენდებს ერთ სივრცეში წარადგენს.

ბილაინის ციფრული და ინოვაციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თამუნა ჯიქია აღნიშნავს, რომ 2019 წლის კონგრესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

"ვიონი საქართველოს" წარმომადგენლები არაერთი წელია ესწრებიან კონგრესს და თვალს ადევნებენ სიახლეებს, თუმცა წლევანდელმა გამოფენამ დამთვალიერებლები მართლაც მომავალში ამოგზაურა.

MWC Barcelona 2019 რამდენიმე ძირითად საკითხს მიეძღვნა, ესენია: 5G და მისი ხმარდაჭერის მქონე ახალი მოწყობილობები, ხელოვნური ინტელექტი, მაღალი აუდიო-ვიზუალური ჩართულობის ციფრული კონტენტი და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ჯანმრთელობის სექტორში. კონგრესზე წარმოდგენილმა უახლესმა ინოვაციურმა პროდუქტებმა აუდიტორიაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.

MWC 2019-ში მონაწილეობას იღებდა თითქმის ყველა ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომლებმაც წარმოადგინეს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: დასაკეცი სმარტფონები, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილები, აქამდე წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე სხვადასახვა სახის რობოტები, მრავალნაირი ინოვაციური მანქანა-დანადგარი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ კონგრესი გასცდა სატელეკომუნიკაციო სფეროს. 5G ინტერნეტის გამოყენება მსოფლიოს ისეთმა ბრენდებმაც გადაწყვიტეს, რომლებსაც აქამდე ტელეკომ ბიზნესთან კავშირი არ ჰქონიათ.

5G ინტერნეტის არ იქნება მორიგი G მობილური ტექნოლოგიის ევოლუციის გზაზე. ეს არის მეოთხე სამრეწველო რევოლუციის ფუნდამენტური პლატფორმა, რომელიც გახდება საზოგადოებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი, მათ შორის გზების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა.

ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაციური პროდუქტების მომხმარებლისთვის შეთავაზება ბილაინის ძირითადი სტრატეგიის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. MWC-ზე წარმოდგენილი უახლესი პროდუქტები შესაძლებლობას იძლევა დაინახო მომხმარებლის მოთხოვნილება გრძელვადიან პესპექტივაში და მოემზადო, რომ შესაბამისად უპასუხო.

თამუნა ჯიქია შეხვდა MWC -ზე წარმოდგენილი პოტენციურ პარტნიორებს, ამ ეტაპზე ბილაინი აწარმოებს მოლაპარაკებას რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან, მათი სერვისების "ბილაინის" პროდუქტებში ინტეგრაციის მიზნით. შედეგად მოხდება ოპერაციების წარმოების გაუმჯობესება, რაც ბილაინის მისცემს შესაძლებლობას, რომ აბონენტებს უკეთესი და გაუმჯობესებული სერვისები შესთავაზოს.