მობილური ოპერატორი ბილაინი, საერთაშორისო ჯგუფ "ვიონის" წევრი, ბაზარზე შემოსვლიდან 12 წლის აღსანიშნავად მომხმარებელს სთავაზობს განსაკუთრებულ ფასს სმარტფონებზე და მობილურ ინტერნეტს საჩუქრად. შეთავაზება ძალაში 2019 წლის 24 მარტის ჩათვლით არის და მოიცავს:

  • ნებისმიერი ბრენდის სმარტფონის (გარდა Apple -ისა) შეძენისას ყოველთვიურად 12 გბ ბილაინის მობილურ ინტერნეტს საჩუქრად, 3 თვის განმავლობაში.
  • ფასდაკლებას Apple -ის სმარტფონებზე და ყოველთვე 64 გბ ბილაინის მობილურ ინტერენტს საჩუქრად.
  • სპეციალურ ფასს Huawei Y სერიის სმარტფონებზე და ყოველთივურად 12 გბ ბილაინის მობილურ ინტერნეტს საჩუქრად, 3 თვის განმავლობაში.

მხოლოდ 15 მარტს ბილაინის აბონენტები ასევე ისარგებლებენ სპეციალური ფასებით ინტერნეტ და ხმოვან პაკეტებზე, მათ შორის: 1 გბ - 1 ₾, 3 გბ - 3 ₾, 12 გბ - 12 ₾, 20 გბ - 15 ₾, 300 წუთი ყველა ადგილობრივ ქსელთან - 3 ₾, ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ ქსელთან - 12 ₾, ულიმიტო ერთთვიანი სმს - 2 ₾, ტარიფი "ლურჯი" - 6 ₾, "ფრივოლუშენი"-ს ტარიფი "ულიმიტო" - 15 ₾.

ბილაინი სმარტფონის მწარმოებელი მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ოფიციალური პარტნიორია, მათ შორისაა: Apple, Huawei, Alcatel, Meizu, Xiaomi.

სპეციალური შეთაზებით სარგებლობისთვის, მომხმარებელს შეუძლია საქართველოს მასშტაბით ბილაინის 36 მაღაზიას ეწვიოს.