H1N1 იგივე ღორის გრიპის გამო ახალგორთან ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტები ორი თვის შემდეგ გაიხსნა. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

ღორის გრიპის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. გამშვები პუნქტები 11 იანვარს ჩაიკეტა. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას გამართლება არ აქვს.

სახელმწიფო მინისტრმა მსგავს ქმედებებს არაჰუმანური და მიუღებელი უწოდა. მისივე თქმით, მოსახლეობა სრულ იზოლაციაში იყო და განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობა იყო ცხინვალის რეგიონში.