თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელის, ქაზიმ გახრამანოვის ცემასა და ფულის გამოძალვის საქმეზე სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა.

"უახლოეს საათებში ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისათის წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამხედრო მოსამსახურემ, ქაზიმ გახრამანოვმა 2019 წლის 11 მარტს განაცხადა, რომ მეთაურის თანდასწრებით ფული მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი სცემეს.