ინდოეთში, გოაში საქართველოს ოთხი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ სიოლში სახლიდან ნაღდი ფული და ოქრო მოიპარეს. მათივე ინფორმაციით, ბრალდებულები ქურდობიდან ხუთ საათში დააკავეს.