დღეს, 14 მარტს თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.