პატარაობაში თქვენც თუ იმ ცნობისმოყვარე ბავშვების კატეგორიას მიეკუთვნებოდით, რომლებსაც ახალი სათამაშოთი თამაშის ნაცვლად, მისი შუაზე გაჭრა და შიგთავსის დათვალიერება უნდოდა, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.

ამ ფოტოებით შეგიძლიათ ნაცნობი ობიექტების უცნობი მხარე დაინახოთ:

1. ბანანის ხე

ფოტო: RyanSmith

სინამდვილეში ბანანის ხე არ არსებობს და ამიტომაც, ფოტოზე ხის ქსოვილს ვერ ხედავთ. ბანანის ღერო ერთმანეთში გადახვეული ფოთლებისგან შედგება. ამ ნაწილს ეგზოტიკურ სამზარეულოში იყენებენ ხოლმე და მას "ბოსტნეულად" თვლიან.

2. მარგალიტი

ფოტო: thegodofbigthings

მარგალიტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალაა ძვირფასი სამკაულების დასამზადებლად. თუმცა, ადამიანების უმრავლესობამ არ იცის, თუ რა ლამაზია მარგალიტის შიგთავსი.

როგორც წესი, მარგალიტი ყალიბდება მაშინ, როცა რაიმე გამაღიზიანებელი (როგორც წესი, პარაზიტი) გარკვეული ტიპის მოლუსკებში შეღწევას ახერხებს. ამის შემდეგ მოლუსკი თავს იცავს და გამაღიზიანებელს სითხეში ახვევს. მოგვიანებით კი ეს ფენა მბრწყინავ მარგალიტად ყალიბდება.

3. გამომთვლელი მანქანა

ფოტო: crystalandrockyfinds

გამომთვლელ მანქანებს 1970 წლამდე თითქმის ყველა ოფისში იპოვიდით. მათ უმეტესად ბუღალტრები იყენებდნენ. 70-იანი წლების ბოლოს ისინი კალკულატორებმა ჩაანაცვლა, 90-იანებში კი - პერსონალურმა კომპიუტერებმა.

4. გიგანტური ქვა

ფოტო: pitcher654

გიგანტური ლოდი, რომელსაც გაყოფილ ვაშლის ქვას ეძახიან, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობს. მეცნიერების თქმით ქვის ასეთი ფორმა, წვიმისა და ტალღების გამო, ბუნებრივად ჩამოყალიბდა. ლეგენდის მიხედვით, კი ქვა ღმერთებმა დაანაწევრეს.

5. გოლდენ გეითის ხიდის ტროსი

ფოტო: jaykirsch

გოლდენ გეითის ხიდს ორი ძირითადი ტროსი აქვს და თითოეული მათგანი 27 ათასზე მეტი სადენისგან შედგება. მათ თუ ერთმანეთზე გადავაბამთ, მთლიანი სიგრძე სრულიად საკმარისი იქნება, რომ დედამიწას გარშემო სამჯერ შემოერტყას.

6. ფეიერვერკი

ფოტო: Dannythegirl

ცნობილია, რომ ფეიერვერკებისთვის მადლობა ჩინელებს უნდა ვუთხრათ, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ფერადი ფეიერვერკი იტალიელებმა შექმნეს. იტალიელმა პიროტექნიკოსებმა გამოიგონეს ასევე საჰაერო ჭურვები (1830 წელს). ფეიერვერკების შიდა ანატომია სწორედ მათ მიხედვით შეიქმნა.

7. ტომოგრაფიული სკანერი

ფოტო: Chap82

ტომოგრაფიული სკანერი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ობიექტებისა და სხეულების შიგთავსის დასანახად მათი გაკვეთა არ დაგვჭირვებოდა. სკანერი კომპიუტერული პროცესების კომბინაციებით სხვადასხვა კუთხით გადაღებულ რენტგენებს ერთმანეთს უსადაგებს და შედეგად, იქმნება ტომოგრაფიული სურათები.

8. ძველებური ზიპო

ფოტო: Townshend445

ამერიკული სანთებელა ზიპო ბაზარზე პირველად 1933 წელს გამოჩნდა და სახელი იმით გაითქვა, რომ ქარში არ ქრებოდა. მისმა გამომგონებელმა ჯორჯ ბლაისდელმა 1932 წელს გოლფ-კლუბში ყოფნისას დაინახა, როგორ აანთო ავსტრიელმა კაცმა სიგარეტი უცნაური, თავსახურიანი სანთებელით. ჯორჯმა ჰკითხა, რა დანიშნულება ჰქონდა თავსახურს და პასუხად მიიღო, რომ "ასეთი სანთებელა უკეთესად მუშაობს". ასე შეიქმნა სანთებელა ზიპო, რომელიც 1933 წელს $1.95 ღირდა, რაც დღევანდელი $35-ის ეკვივალენტია.

9. ტანკი

ფოტო: RaymondPowellIII

მძიმე საბრძოლო მანქანა, რომელსაც ტანკს ვუწოდებთ, პირველად 1916 წელს, პირველ მსოფლიო ომში დიდმა ბრიტანეთმა გამოიყენა.

10. კრაზანების ბუდე

ფოტო: RaymondPowellIII

ითვლება, რომ კრაზანები ძალიან აგრესიული არსებები არიან, თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ პროვოცირების გარეშე ისინი არავის ესხმიან თავს. ისინი გიგანტური ბუდეებისთვის მასალად კონკრეტული ტიპის ხის ქერქს ხმარობენ, შემდეგ მას ღეჭავენ, საკუთარ ენზიმებს ურევენ და უკან აფურთხებენ.

11. ბოულინგის ბურთი

ალბათ, ამ მომენტამდე გეგონათ, რომ ბოულინგის ბურთი მასიური იყო, თუმცა თუ მასში ჩაიხედავთ, შიგნით უცნაური ფორმის სტრუქტურა დაგხვდებათ, რომელსაც წონის ბლოკი ჰქვია. სწორედ ის აძლევს ბურთს საკმარის ბიძგს იმისთვის, რომ სწორად გაგორდეს. მწარმოებლების მიხედვით ბურთის შიგთავსიც განსხვავდება: ზოგ შემთხვევაში კონსტრუქციას ნათურის ფორმა აქვს, ზოგ შემთხვევაში - ოვალური.

12. ზღარბი

ფოტო: Neringa

ამ პატარა ცხოველს 7 000-მდე ეკალი აქვს, რომელთაც შიდა მხარეს განთავსებული კუნთების მეშვეობით აკონტროლებს. ეკლების შიგნით კი ჰაერი მოძრაობს, რაც ზღარბს მსუბუქ, მაგრამ ბასრ იარაღს ანიჭებს.

13. ბოლქვიანი მცენარე

ფოტო: commoninja352

ამ ტიპის რამდენიმესართულიან ნარგავებს ერთი უპირატესობა აქვთ: სხვადასხვა ბოლქვი სხვადასხვა დროს ყვავდება და თუ მათ ერთ ქოთანში მოათავსებთ, მთელი გაზაფხულის განმავლობაში გექნებათ გაყვავილებული მცენარე.

14. ქენონი

ფოტო: Leotopia

ქენონი უკვე 85 წლისაა. იცოდით, რომ პირველ მოდელს არა ქენონი, არამედ "Kwannon" ერქვა ბუდისტური მოწყალების ღმერთის მიხედვით?

ინჟინრები იმედოვნებდნენ, რომ ამ სახელის დარქმევის გამო, ზეციური ძალები მათ მსოფლიოს საუკეთესო ფოტოაპარატის შექმნაში დაეხმარებოდნენ.

15. კაქტუსი

ფოტო: Scout6feetup

მსოფლიოში კაქტუსის 2000-ზე მეტი სახეობა არსებობს. ეკლებს ორი ფუნქცია აქვს: ცხოველებისგან თავდაცვისა და წყლის აორთქლების მინიმუმამდე დაყვანის. ზოგიერთი კაქტუსი წარმოქმნის ნივთიერება მესკალინს, რომელიც ჰალუცინაციებს იწვევს.