მარველმა სულ ცოტა ხნის წინ შურისმაძიებლების ახალი ნაწილის ტრეილერი გამოაქვეყნა. თუმცა, ისევე როგორც წინა ტრეილერმა, მარველმა ფანებს ამჯერადაც ბევრი უპასუხო კითხვა დაუტოვა. სამაგიეროდ, საშუალება მოგვცა კიდევ ერთხელ გვენახა ჩვენი საყვარელი პერსონაჟები, რომლებიც დიდი ბრძოლისთვის ემზადებიან.

ვიდეოს დასაწყისში კოსმოსში დაკარგულ ტონი სტარკს ვხედავთ. რკინის კოსტიუმისა და საკვების გარეშე დარჩენილი სტარკი დიდი ალბათობით სიკვდილისთვის ემზადება და გამოსამშვიდობებელ ჩანაწერს უტოვებს მის პოტს. თუმცა, რა თქმა უნდა ის ასე მარტივად არ დანებდება.

ტრეილერიდანვე ვიტყობთ იმასაც, რომ მარველის გმირებს ქორისთვალაც უერთდება.

და რაც ყველაზე მთავარია, ტრეილერის ბოლოს ვხედავთ კაპიტან მარველსაც, რომელიც დიდი ალბათობით შურისმაძიებლების რაზმს მთავარ გადამრჩენლად მოევლინება.

ფილმი დიდ ეკრანებზე 26 აპრილს გამოვა.

ბონუსი:

ესეც Avengers: Endgame-ის ახალი პოსტერი, რომელზეც ბრი ლარსონის პერსონაჟი, კაპიტან მარველიც არის