ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში საქართველოს მოქალაქე ლევან ძაძუა დააკავეს. შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემამ ლაივპრესმა გაავრცელა. მათივე ცნობით, ლევან ძაძუა დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა წუხელ გვიან ღამით სახლიდან წაიყვანეს. რა გახდა დაკავების მიზეზი, უცნობია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ამ საკითხზე უკვე გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.