აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ჰილარი კლინტონი 2020 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესშია.

ისე დემოკრატიული პარტიის მხარდასაჭერად უამრავ შეხვედრას მართავს და ქალაქიდან-ქალაქში დადის იმისთვის, რომ მომდევნო წლიდან თეთრ სახლში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი შევიდეს.

ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დრო, როდესაც კლინტონი ხმის მიცემის აუცილებლობაზე საუბრობდა, უეცრად ტელეფონის ზარი გაისმა.

ჯიბიდან მობილურის ამოღების შემდეგ ჰილარის გაეღიმა და თქვა, რომ მისი შვილიშვილები ურეკავდნენ. თუმცა, ეს სულაც არ ყოფილა ჩვეულებრივი ზარი, ბებიის მოსაკითხად ეიდენმა და შარლოტამ ფეისთაიმი გამოიყენეს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰილარი ზარმა ძალიან გაახარა, სამწუხაროდ მან საუბრის გაგრძელება ვერ შეძლო და შვილიშვილებს უთხრა, რომ მოგვიანებით გადაურეკავდა.