ყალბი ამბები და მისი ამოცნობა — როგორ დავიცვათ თავი დეზინფორმაციისა და პროპაგანდისაგან
ყალბი ამბები (Fake News) — კაცობრიობისთვის უცხო ხილი ნამდვილად არ არის. სხვადასხვა დროში, ტოტალიტარული რეჟიმები პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებდნენ ამ ტექნიკას, რათა საზოგადოებაში არასასურველი ქვეყნების, ადამიანებისა თუ ჯგუფების მარგინალიზება მოეხდინათ. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ და სოციალური მედიის შექმნან, ყალბი ამბების გავრცელების პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საზოგადოების წევრები არაერთხელ აღმოჩნდნენ ფეიქ ნიუსების გავლენის ქვეშ. ეს არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ხდება, განსაკუთრებით კი ისეთ ქვეყნებში, სადაც რუსეთს ინტერესები აქვს. ყალბი ამბების ამოცნობა საკმაოდ რთულია, რადგან მას პროფესიონალები ქმნიან — ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ კომუნიკაციის თავისებურებებს და გრაფიკულ პროგრამებსაც ფლობენ, რომელსაც ფოტომანიპულაციებისთვის იყენებენ.
ყალბი ახალი ამბები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე დიდ გავლენას ახდენს და ის ხშირად მიმართულია სიძულვილის, დაპირისპირებისა და მარგინალიზაციის პროვოცირებისკენ. ამის კარგი მაგალითი იყო 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა შორს რომ არ წავიდეთ, 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიც ფეიქ ნიუსებით მრავალფეროვანი გახლდათ. იგივე შეიძლება ითქვას თიბისის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზეც.
წაიკითხეთ:
- ყალბი ამბები, როგორც საარჩევნო კამპანიის ნაწილი
ამგვარი გავლენებისგან თავის ასარიდებლად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში მედიაწიგნიერება განვითარდეს. ამ თემასთან დაკავშირებით მედიის განვითარების ფონდმა და ილიაუნიმ წიგნის სახლ ლიგამუსში ერთობლივი პრეზენტაცია გამართეს.
პრეზენტაცია მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანიც საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების ინიციატივების პოპულარიზაციაა. ღონისძიებაზე ილიაუნიმ და მედიის განვითარების ფონდმა ერთობლივად შემუშავებული სასწავლო რესურსები წარმოადგინეს.
მათ შორის იყო პედაგოგებისთვის მომზადებული სახელმძღვანელო, ვებგვერდი, ონლაინთამაშები და ილიას უნივერსიტეტში პედაგოგთა გადამზადების პროგრამისთვის მომზადებული მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო კურსი, რომელიც უნივერსიტეტში გაზაფხულიდან დაინერგება.
"დღეს ჩატარდა პრეზენტაცია იმ მასალების, რომლებიც დაეხმარება, როგორც მომავალ, ისე მოქმედ პედაგოგებს მედიაწიგნიერების საქმეში გარკვევისათვის. ეს არის ონლაინ და ნაბეჭდი მასალების მნიშვნელოვანი კრებული. ეს უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა, რადგან მედიაწიგნიერება არის უმთავრესი ინსტრუმენტი, რომელიც ყალბი ნიუსებისა და მავნებელი პოლიტიკური პროპაგანდის დამარცხებაში დაგვეხმარება", - ამბობს ილიაუნის რექტორი გიგა ზედანია.
მედიის განვითარების ფონდის მიერ წარმოდგენილი ვებგვერდი Millab მოიცავს როგორც სასწავლო მასალებს, ასევე ონლაინთამაშებსაც, რომელიც სწავლების პროცესში გამოიყენება. თამაშები ამოწმებს, რამდენად კარგად შეუძლია ადამიანს ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა.
მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების პოპულარიზაციისთვის, მედიის განვითარების ფონდი და ილიაუნი სხვადასხვა სკოლებში პედაგოგებისთვის სპეციალური ტრენინგების ჩატარებას აპირებენ.
"პროექტის მიზანია სკოლებში მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა, ვინაიდან სკოლები უფრო მოწყვლადები არიან დეზინფორმაციის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ სასკოლო ასაკიდან განვითარდეს კრიტიკული ანალიზის უნარი, ასევე დეზინფორმაციისთვის წინააღმეგობის გაწევის უნარი, რომლის წინაშეც თანამედროვე სამყარო დგას", - ამბობს მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი.
პროექტის განხორციელებაში ილიაუნისა და მედიის განვითარების ფონდის გარდა, ჩართული იყო ნიდერლანდების საელჩოც, რომელიც მედიაწიგნიერების განვითარებას მხარდაჭერას უცხადებს.
მასალებისა და წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა სპეციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
კომენტარები