ბავშვებს საყვარელ სათამაშოსთან ჩახუტება და დაძინება ძალიან უყვართ, რადგან ასე თავს უფრო დაცულად და მშვიდად გრძნობენ. მათ შორისაა თორი ჰამლინის 4 წლის შვილიც.

"ჩემს პატარებს ძალიან უყვართ, როდესაც დინოზავრთან ან სხვა რომელიმე სათამაშოსთან ერთად ჩახუტებულები იძინებენ", — ამბობს თორი.

თუმცა, 4 წლის ბიჭის კეთილი განზრახვა, მისსავე ოთახში მცხოვრები ოქროს თევზისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

საქმე ის არის, რომ ბავშვმა თევზი აკვარიუმიდან ამოიყვანა და საკუთარ ლოგინში, მასთან ერთად დაძინების უფლება მისცა.

ფოტო: Tori Hamlin

"ჩემს შვილს ძალიან უყვარდა თავისი ოქროს თევზი, რომელსაც ნემო ერქვა. ის ყოველთვის საძინებელში იყო, რათა ეყურებინა, თუ როგორ დაცურავდა თევზი აკვარიუმში", — ამბობს ბიჭის დედა.

მშობლები აღნიშნავენ, რომ მათ ბიჭს ბოროტი განზრახვა არ ჰქონია და ეს სრულიად შემთხვევით, ზედმეტი სიყვარულის გამო მოხდა.

მართალია, თევზს არ გაუმართლა და მოკვდა, მაგრამ მთავარია, რომ სიცოცხლეში მას მოსიყვარულე პატრონი ჰყავდა. პატარა ბიჭს კი აუცილებლად აუხსნიან, რომ თევზები წყალში უფრო ბედნიერად ცხოვრობენ.