Big Little Lies-ის დიდი წარმატების შემდეგ, HBO ნიკოლ კიდმანის მონაწილეობით კიდევ ერთი მინისერიალს იღებს.

სერიალს The Undoing ჰქვია, სცენარზე კი დევიდ კელი და ბრუნა პაპანდრეა მუშაობენ. HBO-ს ახალი შოუ ჯეინ კორელიცის რომანის You Should Have Known ადაპტაციაა.

სერიალში ნიკო კიდმანს პარტნიორობას ჰიუ გრანტი უწევს.

ახალი შოუს სიუჟეტი წარმატებული თერაპევტის, გრეის საქსის გარშემო ვითარდება, რომელსაც ზუსტად ისეთი ცხოვრება აქვს, როგორზეც ყოველთვის ოცნებონდა - მოსიყვარულე ქმარი, საინტერესო პროფესია და შვილი. თუმცა, მას შემდეგ, რაც გრეისი წიგნს გამოსცემს, ყველაფერი იცვლება. სასტიკი მკვლელობა და ქმრის გაუჩინარება კიდმანის პერსონაჟს თავისი ცხოვრების გადაფასებისკენ უბიძგებს, მოუწევს ყველაფერთან გამკლავება და ცხოვრების თავიდან დაწყება.

სულ ცოტა ხნის წინ სერიალის გადაღებებიდან პირველი ფოტოები გავრცელდა, რომლებშიც ჩანს, რომ კიდმანმა ძველი იმიჯი დაიბრუნა და კვლავ წითურია.

კიდმანის გარდა პაპარაცებმა ფოტო გადასაღებ მოედანზე ჰიუ გრანტსაც გადაუღეს.

ამ ეტაპზე უცნობია, როდის შედგება HBO-ს ახალი სერიალის პრემიერა.