ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ არდონში რაიონული საბჭოს 28 წლის დეპუტატმა, ვასილი გოგიჩაშვილმა დაბალი კლასების მასწავლებელი, მადინა სოზიევა მოსწავლეების თანდასწრებით სცემა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების ჩრდილოეთ კავკასიის ბიურო ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, სკოლის მშობელთა კომიტეტმა საჩივრით რაიონის მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელს მიმართა.

მშობლების თქმით, დეპუტატმა მასწავლებელი თმით ითრია და კლასიდან დირექტორის კაბინეტში წაიყვანა. როგორც ისინი ყვებიან, დირექტორის კაბინეტში გოგიჩაშვილი ამბობდა, რომ ამისთვის "მას არაფერი მოუვა, რადგან დეპუტატია".

მშობლების ინფორმაციით, დეპუტატის ოჯახის წევრი ამავე სკოლაში სწავლობს და სწორედ მისი ჩივილის შემდეგ მოვიდა. მათივე თქმით, ერთი წლის წინ დეპუტატმა ძალა სხვა მასწავლებლის წინააღმდეგ გამოიყენა და მაშინაც რაიონის ოფიციალურ პირებს მიმართეს.

როგორც რაიონის განათლების საკითხების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვასილი გოგიჩაიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი სამართალდამცავებთან მან უკვე დააყენა.