ვაღიაროთ, რომ როგორი გამოცდილი და ჭკვიანიც არ უნდა ვიყოთ, ტყუილის სიმართლისაგან გარჩევა სულაც არ არის ყოველთვის მარტივი — ხშირად ჩვენც ხომ გამოგვდის წარმატებული ტყუილების მოფიქრება?!

ტყუილის ამოსაცნობად რაიმე უტყუარი მეთოდი არ არსებობს, სიცრუის დეტექტორს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ყველას აპარატზე ხომ ვერ შევაერთებთ?

სამაგიეროდ, არსებობს ნიშნები, რომლებიც ადამიანებს ტყუილის თქმის მომენტში ახასიათებთ. თუ მცირე ეჭვი მაინც გაქვთ, რომ გატყუებენ და თან ამ ნიშნებსაც ავლენენ, გაცილებით დიდი შანსია, რომ დამნაშავე "მახეში გააბათ".

აი, ის გავრცელებული ნიშნები, რომელთა შესახებ ცოდნაც ტყუილის უკეთ ამოცნობაში დაგეხმარებათ:

1. თავის სწრაფად დახრა

ფოტო: MR. Nattanon Kanchak/Shutterstock

როდესაც სიმართლის გარკვევას ცდილობთ და ადამიანს რაღაცას ეკითხებით, ის კი თავს სწრაფად ხრის, დიდი შანსია, რომ გატყუებთ. მან ამ დროს ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება ამოძრაოს თავი. თუ ისინი ასე იქცევიან, მაშინ ამ სტატიაში ჩამოთვლილი სხვა ნიშნების გამოვლენასაც დაელოდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები.

2. ღრმად სუნთქვა

ფოტო: JRP Studio/Shutterstock

როდესაც ადამიანები იტყუებიან, როგორც წესი, მძიმედ სუნთქავენ, რაც მათ ხმაზეც ახდენს გარკვეულ გავლენას — ამ დროს ხმა წვრილდება და შესამჩნევი ხდება, რომ რაღაც რიგზე არ არის. ტყუილის თქმით გამოწვეული სტრესი გულის ცემასაც საგრძნობლად აჩქარებს და ადამიანი ნერვიულობას იწყებს. ასე რომ, ეს ნიშნები მათ "გამოჭერაში" ნამდვილად დაგეხმარებათ.

3. გაუნძრევლად დგომა

ფოტო: Mike Focus/Shutterstock

ცნობილია, რომ ადამიანები ნერვიულობისას ბევრს მოძრაობენ. თუმცა, დიდი შანსია, რომ ადამიანს, რომელიც იტყუება ესეც წინასწარ გათვალისწინებული ჰქონდეს და სრულიად გამიზნულად არ იცვლიდეს ფეხს ერთი ადგილიდან. ეს იგივეა, რომ მარიხუანა მოწიო და ცდილობდე არ გაიცინო, რათა არ "დაიწვა".

4. ერთი და იმავე სიტყვების ან ფრაზების ბევრჯერ გამეორება

ფოტო: SpeedKingz/shutterstock

ადამიანები ხშირად იმეორებენ ერთსა და იმავე სიტყვებსა და ფრაზებს, რათა საკუთარ "სიმართლეში" უკეთ დაგვარწმუნონ. "მე არ გამიკეთებია... მე არ გამიკეთებია...", — იმეორებენ ისინი გაუჩერებლად. სავარაუდოდ, ასე იმიტომ იქცევიან, რომ საკუთარი ტყუილი თავად მაინც დაიჯერონ.

5. ზედმეტად ბევრი ლაპარაკი

ფოტო: VFS Digital Design/Flickr

კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც მიგანიშნებთ, რომ რაღაც რიგზე არაა, ბევრი ლაპარაკია. ტყუილის თქმისას ადამიანები გაუჩერებლად გვაწვდიან უამრავ ინფორმაციას იმის იმედით, რომ თავბრუს დაგვახვევენ, კონცენტრაციას დაგვაკარგვინებენ და დავუჯერებთ.

6. პირზე ხელის მიფარება

ფოტო: Charles Nadeau/flickr

ადამიანებს ტყუილის თქმის მომენტში ხშირად ახასიათებთ პირზე ხელის აფარება, როდესაც ისინი ცდილობენ, რომ სიმართლე საგულდაგულოდ დამალონ — ეს ინსტიქტურად მოსდით, ამიტომ შეგიძლიათ მათ ნათქვამში ეჭვი შეიტანოთ და ჩამჭრელი კითხვების დასმაზე გადახვიდეთ.

7. სხეულის დაუცველი ადგილების ხელით დაფარვა

ფოტო: Image Point Fr/Shutterstock

ასევე ინსტიქტური ქმედებაა, როდესაც ადამიანები ეხებიან და ხელით ფარავენ საკუთარი სხეულის "დაუცველ" ადგილებსაც. ყელი, გულმკერდი, თვალები, მუცელი — ეს ის ადგილებია, რომლებსაც ტყუილის თქმის მომენტში საგულდაგულოდ ვმალავთ ხოლმე.

8. საუბრის ვერ გაგრძელება

ფოტო: Strelka Institute for Media, Architecture and Design/flickr

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოხერხებულად იტყუებიან და რა თქმა უნდა, ისეთებიც, რომლებსაც ტყუილის თქმა მთლად კარგადაც ვერ გამოსდით. ამის გამო, ისინი იძაბებიან, ნერვიულობენ და საუბრის გაგრძელება უჭირთ, ბოლოს კი მხოლოდ უცნაურ ხმებს გამოსცემენ, როგორიცაა "ამმ", "ისა რა ქვია", "ჰოდა, რას ვამბობდი?!" და სხვა.

9. თვალების იშვიათად დახამხამება

ფოტო: Mireya Acierto / Stringer / Getty Images

როდესაც სიმართლეს ვამბობთ, თვალებს ჩვეულებრივად ვახამხამებთ, თუმცა, მოშტერება და თვალების იშვიათად ხამხამი იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა გვატყუებდნენ. "თვალებში მიყურებს, არ მატყუებს", — ვფიქრობთ ჩვენ ამ დროს.

10. ყველაფრის სხვაზე გადაბრალება

ფოტო: Subharnab Majumdar/flickr

და ბოლოს, როდესაც ადამიანს ტყუილში გამოიჭერენ ხშირად ისინი აგრესიულები ხდებიან და ყველაფრის სხვაზე გადაბრალებას იწყებენ. ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი საყვარელი სუნამო ბოლოს თქვენივე გატეხილი აღმოჩნდება.

თუ რატომ ვამბობთ ტყუილს, "სხვა შუადღის" წამყვანებმა ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძესთან ერთად ისაუბრეს: