წვევამდელს, რომელიც ჯარისკაცებს ცემასა და გამოძალვაში ადანაშაულებს, სხვა ბაზაზე გადაიყვანენ
წვევამდელს, ქაზიმ გახრამანოვს, რომელმაც სხვა ჯარისკაცები ძალადობასა ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა, სხვა ბაზაზე გადაიყვანენ. როგორც თავდაცვის სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, სხვა ბაზაზე გადაყვანას ოჯახის ითხოვდა.
გახრამანოვმა სამხედროების მხრიდან ძალადობაზე 11 მარტს რუსთავი 2-თან ისაუბრა. მისი თქმით, მეთაურის თანდასწრებით ფული მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი სცემეს. წვევამდელმა აღნიშნა, რომ ცემის შემდეგ ექიმთან მივიდა, თუმცა არავინ ჰკითხა, რატომ ჰქონდა თვალი ჩალურჯებული.
"პარასკევს [2019 წლის 8 მარტს], ღამის ორ საათზე დაგვიძახეს და ფული მოგვთხოვეს, ეს ყველაფერი სერჟანტ უნდილაძის თვალწინ ხდებოდა. ფულის მიცემაზე უარი ვთქვი და სასტიკად გამისწორდნენ, მცემეს. მეორე დღეს ექიმთან მივედი და არც კი უკითხავს თვალი რატომ მქონდა ჩალურჯებული", — ამბობს წვევამდელი.
ცემისა და გამოძალვის საქმეზე სამხედრო პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. მათი განცხადებით, სამხედრო პოლიციამ წვევამდელის მიერ დასახელებული სერჟანტი, დაცვის უზრუნველყოფის ასეულის მორიგე უკვე გამოკითხა და სერჟანტი წვევამდელზე რაიმე სახის ძალადობას კატეგორიულად უარყოფს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — 386-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევასა და ფულის გამოძალვას გულისხმობს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები