თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში, ავლაბრის მეტროში მიმდინარე სამუშაოები კატეგორიულად მიუღებელია. ამის შესახებ მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"არც დიზაინი... ჩვენ არ ვსაუბრობთ კოსმეტიკურ შეკეთებაზე. იმან, რასაც გავაკეთებთ, 10-ეულობით წლები უნდა გაუძლოს და უნდა იყოს საუკეთესოდ შესრულებული სამუშაოები. მე ვფიქრობ, არსებული პროექტები გადასახედია", — განაცხადა მან.

ავლაბრის მეტრო ახალი დიზაინით

ფოტო: სანდრო ჯუპალაკიანი

თბილისში, მეტროსადგურ ავლაბარში სარემონტო სამუშაოები ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს და მასში რამდენიმე ასეული ათასი იხარჯება.