დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის ბრექსიტის განახლებული გეგმაც ჩააგდო. გეგმის წინააღმდეგ 391-მა დეპუტატმა მისცა ხმა, მხარი კი 242-მა დაუჭირა. მეის წინადადებას პირველად კენჭი 2019 წლის 15 იანვარს უყარეს.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ფორმალურად 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს. პარლამენტის კენჭისყრის შემდეგ უცნობია, როგორ განვითარდება ბრექსიტისა და დიდი ბრიტანეთის ბედი.

ევროკავშირმა ერთობლივ განცხადებაში მოუწოდა დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რაც შეიძლება მალე გააჟღეროს სამოქმედო გეგმა. მათივე თქმით, ისინი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან.