სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო ხელისუფლებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ გალის რაიონში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.