თუ გრეის ანატომიის ერთგული მაყურებელი ხართ, შეუძლებელია არ გახსოვდეთ შოუს ერთ-ერთი მთავარი საუნდტრეკი, Snow Patrol-ის Chasing Cars, რომელიც სერიალის 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში არაერთი დრამატული ეპიზოდს გასდევდა ფონად. საბოლოოდ კი შოუს ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც იქცა და მისი მოსმენის დროს ყველას სწორედ შონდა რაიმსის ლეგენდარული სერიალი ახსენდება.

ამ სიმღერის ესპანურენოვანი ვერსია გვესმის მე-15 სეზონის მეექვსე სერიაში. ეს სწორედ ის სერიაა, როდესაც დერეკ შეპარდი, მარკ სლოუნი, ლექსი გრეი, ჯორჯ ომალი, ელის გრეი და მერედითის ძაღლი დოკი სულ რამდენიმე წამის განმავლობაში გრეის ანატომიაში "დაბრუნდნენ" და საბოლოოდ, სამედიცინო დრამის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სცენაც ვნახეთ.

როგორც აღმოჩნდა, Snow Patrol-ის Chasing Cars არც კორტნი კოქსის 14 წლის შვილისთვის, კოკოსთვის არის უცხო და მეტიც, ის სწორედ ამ სიმღერას მღერის ჯგუფის ერთ-ერთ წევრ, გარი ლაითბოდისთან ერთად.

ვიდეო ინსტაგრამზე სერიალ მეგობრების ვარსკვლავმა თავად გაავრცელა: