ქობულეთის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 20 წელით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გვრიტიშვილმა მიიღო.

როგორც აჭარის ტელევიზიის გავრცელებულ კადრებში ჩანს სასამართლოს გადაწყვეტილებას მოკლულის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა. მათ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს და უვადო პატიმრობის მოთხოვნით გზა გადაკეტეს. მოგვიანებით ოჯახის წევრებმა საპროტესტო მსვლელობით მახინჯაურთან გვირაბი გადაინაცვლეს.

განაჩენი მოსამართლეს გუშინ, 11 მარტს უნდა გამოეცხადებინა. თუმცა, სათატბიროდ გასვლის შემდეგ მან საკითხი ერთი დღით გადადო. სასამართლო პროცესზე ბრალდებულის ნათესავების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. მოგვიანებით მანდატურმა ბრალდებულ ბესიკ ტაკიძის ახლობლებს დარბაზი დაატოვებინა, სათათბიროდ გასულმა მოსამართლემ კი განაჩენის გამოცხადება ერთი დღით გადადო.

ბუტა ანთაძე 2018 წლის 14 ივნისს მოკლეს. პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ იმსჯელებენ გაასაჩივრონ თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილება.