ე. ლ. ჯეიმზის ეროტიკული ტრილოგიის ფანებისთვის უნივერსალ ფიქჩერზმა მოწყალება გაიღო და Fifty Shades Darker-ის 19 წამიანი თიზერი და პირველი პოსტერი გამოაქვეყნა.

ჯეიმს ფოლეის რეჟისორობით გადაღებული ფილმის გმირები ანა სტილი და კრისტიან გრეი, რომლებსაც დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი ქმნიან, კიდევ ერთხელ ეცდებიან მაყურებელში ცნობისმოყვარეობის გაღვიძებას.

ფილმი კინოთეატრებში 2017 წლის 10 თებერვალს გამოდის, მის თრეილერს დაინტერესებული საზოგადოება ხვალ იხილავს.