სკოლებში ინსპექტირებას, სავარაუდოდ, საარჩევნო გარემოზე ზემოქმედებისთვის იყენებდნენ — საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის ინფორმაციით, საჯარო სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს, სავარაუდოდ, საარჩევნო გარემოზე ზემოქმედებისთვის იყენებდნენ. მათივე განცხადებით, 2018 წელს ინსპექტირების მიზნით სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, აქედან ინსპექტირება შვიდ შემთხვევაში ჩატარდა და მათგან ექვსი საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის.
საია აღნიშნავს, რომ ექვსივე ინსპექტირების დაწყების მიზეზი იმავე წლის ნოემბერში წარდგენილი განცხადებები გახდა, რომელთაგან სამზე, მათ შორის ზუგდიდის მე-6 სკოლაზე, მინისტრმა გადაწყვეტილება იმავე დღეს მიიღო. მათივე თქმით, ზუგდიდის სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შემთხვევაში მინისტრმა გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, წუთებში მიიღო.
ორგანიზაციის ინფორმაციით, სკოლის დირექტორების მხრიდან დარღვევებთან დაკავშირებით სამინისტრო განმცხადებლებისგან დარღვევების შესახებ კონკრეტულ ინფორმაცის ითხოვს. მათივე თქმით, მე-6 სკოლის ინსპექტირების საფუძვლად ზოგადი ეჭვები იყო მითითებული და არა რომელიმე კონკრეტულ ფაქტზე და ინსპექტირების საჭიროება არ იკვეთებოდა.
"განათლების სამინისტროს 5 მოხელის მიერ 8 წუთში განხილვა აჩენს ეჭვს, რომ წერილის შესწავლა არ მომხდარა სათანადოდ და მისი უმოკლეს ვადაში "განხილვა" შესაძლოა, წარმოადგენდა მიზანმიმართულ, წინასწარ დაგეგმილ ფორმალურ პროცესს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე (28 ნოემბრამდე) ინსპექტირების განხორციელება, სავარაუდოდ მიზნად ისახავდა სკოლის დირექტორზე (ირიბად სხვა სკოლის დირექტორებზე) პოლიტიკური ზეწოლის შესაძლო მოხდენას, რაც არაერთ არჩევნებზე იყო გამოკვეთილი", — ამბობენ საიაში.
ია კერზაიას საქმე
ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.
გარდაცვალებამდე, ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ, რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი შევიდა და შეამოწმა. არხის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო ია კერზაიას დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებდნენ.
კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია, ჩატარებულ ინსპექციას, რაც, მისი თქმით, კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საფუძველი გახდა, პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. საქართველოს განათლების სამინისტროსა და სხვა სახელისუფლებო უწყებების თქმით, საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.
პროკურატურამ სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამძიება დაიწყო.
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვააზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობილ კრიტიკოსს, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
-
-
კომენტარები