ხანგრძლივი ლოდინი დასრულდა და კაპიტან მარველი, რომელშიც მთავარ როლს ბრი ლარსონი ასრულებს უკვე კინოთეატრებშია.

ფილმმა კრიტიკოსებისა და მაყურებლის დადებითი შეფასება მიიღო. გარდა ამისა, სურათი კინოგაქირავებაში მოწინავე ადგილს იკავებს.

ბრი ლარსონმა, ამ წარმატების აღსანიშნავად გადაწყვიტა ფანებთან ერთად ჩვენებას დასწრებოდა და მათ პოპკორნით გამასპინძლებოდა.

ფილმის გადაღება $152 მილიონი დაჯდა. კაპიტან მარველი კინოთეატრებში 8 მარტს გამოჩნდა და უკვე მოახერხა, რომ მისმა შემოსავალმა $200 მილიონს გადააჭარბა.