შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქობულეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვისა და ძარცვის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი. გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა 2 მარტს მოქალაქის სახლიდან ტექნიკა და სხვადასხვა სახის ნივთი გაიტაცა.

ასევე, ქობულეთის რაიონში ორი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ბრალდებით, პოლიციამ 1992 წელს დაბადებული პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა თებერვალში ამავე რაიონის სოფელ ლეღვაში მდებარე ორი საცხოვრებელი სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა.

გამოძიება ძარცვის და ქურდობის საქმეებზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა და მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.