მედდა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს გადაღებული სიმბოლური ფოტოდან, რომელსაც მეზღვაური კოცნის, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

BBC-ის ცნობით, გრეტა ზიმერ ფრიდმენი პნევმონიისგან რიჩმონდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი, ჯოშუა ფრიდმენი ავრცელებს.

სტომატოლოგის ასისტენტი გრეტა ფრიდმენი 21 წლის იყო, როცა 1945 წლის 14 აგვისტოს, ნიუ-იორკში, თაიმს-სქუარზე ჯორჯ მენდონზასთან კოცნის დროს გადაიღეს.

ფოტო, რომელიც ჟურნალმა Life-აც დაბეჭდა, მეორე მსოფლიო ომის დასასრულით მოგვრილი სიხარულის სიმბოლო გახდა.

გრეტა ფრიდმენმა თავის სიცოცხლეში განაცხადა, რომ 15 წელი სურათის არსებობაზე არაფერი იცოდა. 1960 წელს კი მან ნახა ფოტოგრაფ ალფრედ აიზენშტადის წიგნი, სადაც თავისი თავი აღმოაჩინა.

ფოტო: AP

ისტორია სიმბოლური ფოტოს მიღმა

უამრავი ადამიანი იბრალებდა მეზღვაურისა და მედდას ვინაობას, მანამ სანამ ფოტოს გადაღებიდან 35 წლის შემდეგ ფრიდმენისა და მენდონზას შესახებ არ გაირკვა.

ფოტოზე ასახული წყვილი რეალურად ერთმანეთს არც კი იცნობდა. ჯორჯ მენდონზა იმ დროს უკვე ხვდებოდა თავის მომავალ ცოლს, რომელიც იგივე დღეს სხვა რაკურსით გადაღებულ ფოტოზე მომღიმარი ჩანს.

"ეს მთლად კოცნა არ ყოფილა, ეს იყო ზეიმი და არა რომანტიული ღონისძიება" - განაცხადა გრეტა ფრიდმენმა 2005 წელს ინტერვიუში.

ფოტო გახდა სიმბოლო იმ სიხარულის, რომელიც ამერიკელებს 1945 წლის 14-მა აგვისტომ მოჰგვარა. დღე, როდესაც იაპონია აშშ-ს დანებდა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.