სულ ცოტა ხნის წინ, დენიელ რედკლიფმა ინტერვიუ მისცა The Hollywood Reporter-ს, რომელშიც, რა თქმა უნდა, ლეგენდარულ და ჩვენთვის საყვარელ ჰარი პოტერზეც მოუწია საუბარი.

"რა თქმა უნდა, არასდროს დავხურავ იმ კარს რომელიც მე და ჰარი პოტერს გვაკავშირებს, ეს ჩემი მხრიდან ყველაზე სულელური საქციელი იქნება. მაგრამ, ვაღიარებ, ბედნიერი ვიქნები თუ ჰარის როლს ვინმე სხვა ითამაშებს", თქვა საუბრის დროს რედკლიფმა.

კითხვის მიზეზი გავრცელებული ჭორი გახდა, რომლის მიხედვითაც ჰარი პოტერი კინო-ეკრანებს უბრუნდება. გაზეთ New York Daily News იუწყებოდა, რომ Warner Bros. როულიგის ახალი ნაწარმოების ეკრანიზაციის უფლების მოპოვებას და ჰარის როლზე დენიელ რედკლიფის დათანხმებას ცდილობს.

"მგონია, რომ ამ მომენტისთვის ზედმეტად ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ ეს პერსონაჟი ვითამაშო, თუმცა ვფიქრობ ზუსტად იგივე განცდა მექნება 10 წლის შემდეგაც. არის რაღაცები, რაც ხელშეუხებელია და ასეც უნდა დარჩეს. თუ ჩვენ ისევ დავუბრუნდებით ჰარი პოტერს დიდი შანსია, რომ გავაკეთებთ იგივეს რაც ვარსკვლავურ ომებს უქნეს ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძების შემქმნელებმა. ამიტომ მირჩევნია ის, რაც დიდებული იყო აღარ დავუბრუნდეთ, მგონი ასე ფიქრობს ის ხალხიც, ვისთვისაც ჰარი პოტერის სამყარო ძალიან ძვირფასია", თქვა რედკლიფმა.

თუ ჭორები საბოლოოდ დადასტურდა 2020 წელს ჯადოსნური სამყარო კიდევ ერთხელ დაიპყრობს კინო ეკრანებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვართ, იმედი მაქვს გაურკვეველი სიტუაცია არ გადაგვიყოლებს და საბოლოოდ გვაღირსებენ პასუხს გადაიღებენ თუ არა ჰარი პოტერს და დაწყევლილ ბავშვს და იქნება თუ არა დენიელ რედკლიფი მთავარ როლში.