ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრესკოს ხელმძღვანელის, ვასილ სოფრომაძის ბრალდებებზე რეაგირების მიზნით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოკვლევა დაიწყო. საუბარია სოფრომაძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები ფრესკოდან პროდუქციას იპარავენ.

"შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები მზად არიან გაეცნონ იმ ვიდეომასალას, რომელზედაც საჯარო გამოსვლაში ისაუბრა ფრესკოს დამფუძნებელმა და იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება აღნიშნული ბრალდების დადასტურება, სამინისტრო მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მასალის გამოკვლევის შედეგად სოფრომაძის ბრალდებები არ დადასტურდება, სამინისტრო სასამართლოს მიმართავს და მისგან საჯარო ბოდიშს მოითხოვს.