გასულ წელს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა Can You Ever Forgive Me? იყო, რომელშიც პირველად თავის კარიერაში, დრამატულ როლში მოგვევლინა მელისა მაკარტი.

მსახიობმა ამ როლისთვის კრიტიკოსების დადებითი შეფასებების გარდა, ოსკარის ნომინაციაც მიიღო.

როგორც აღმოჩნდა, მელისა სულაც არ ყოფილა პირველი არჩევენი და მანამდე ლი ისრაელის როლზე ოსკარის მფლობელი ჯულიანა მური განიხილებოდა.

ჯულიანამ ერთ-ერთ გადაცემაში გულის ტკივილით გაიხსენა, რომ ის გადასაღები მოედნიდან დაითხოვეს.

"ფილმი ჩემი სურვილით არ მიმიტოვებია, გამათავისუფლეს. ჯერ კიდევ 2015 წელს ვიყავი როლზე დამტკიცებული, თუმცა როგორც ჩანს რეჟისორს არ მოსწონდა, თუ როგორ ვასრულებდი ამ როლს. ჩვენი შეხედულებები ამ პერსონაჟთან მიმართებაში არ ემთხვეოდა, ამიტომ ადგა და გამათავისუფლა", - ყვება ჯულიანა.

მსახიობი ამბობს იმასაც, რომ ფილმი მელისა მაკარტის მონაწილეობით ჯერ არ უნახავს.

"ფილმი ჯერ არ მინახავს, რადგან ჯერ კიდევ განვიცდი ჩემი გათავისუფლების ამბავს. თუმცა, მელისა ძალიან მიყვარს, ის დიდებული მსახიობია. ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა როლიდან დამითხოვეს. მანამდე ასეთი რამ მოხდა მაშინ, როცა 15 წლის ვიყავი", - ამბობს მური.