პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ოთხშაბათს, 6 მარტს მრჩეველთა ბორდთან შეხვედრაზე Apple-ის გენერალურ დირექტორს ტიმ კუკს Tim Apple უწოდა.

და დღეს, ტიმ კუკს ტვიტერზე უკვე ახალი სახელი აქვს.

Apple-ის დირექტორმა პროფილიდან გვარი ამოიღო და სახელის გვერდით კომპანიის ლოგო, მოკბეჩილი ვაშლი დაამატა.

თუმცა მის იუზერნეიმში კვლავ ვხედავთ მის გვარს, კუკს.

უცნობია, ზუსტად როდის შეცვალა ეფლის დირექტორმა სახელი ტვიტერზე. Business Insider-ის მიხედვით, Wayback Machine აჩვენებს, რომ 6 მარტს ტიმ კუკს ტვიტერზე ტიმ კუკი ეწერა.

ტიმ კუკის სახელის გვერდით მიწერილი ეფლის ლოგო მხოლოდ iPhone-სა და Mac-ის კომპიუტერების მომხმარებლებისგან ჩანს. ისინი, ვინც ანდროიდსა და ვინდოუსს იყენებენ, ტიმის გვერდით გამჭვირვალე კუბს დაინახავენ.