"ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო", — ეს ქართული ანდაზა ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში, ახალგახსნილი გზის ტროტუარზე ამოტვიფრეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იდეა ლაიდენის უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორს, ინგრიდ ტიეკენ-ბუნ ვან ოსტადეს ეკუთვნის. მან 33 ენაზე 33 წარწერა შეაგროვა, რათა ახლადგაზსნილი გზის ტროტუარზე ყველა იმ ენაზე ყოფილიყო წარწერა, რომელიც ჰააგაში — ერთ-ერთ ყველაზე ინტერნაციონალურ ქალაქში ისმის.

პროფესორის იდეა მოიწონეს ქალაქის მერიაში და ერთწლიანი სამუშაოების შემდეგ პროექტი საზეიმო ვითარებაში ფართო საზოგადოებას წარუდგინეს.