სკანდალური დოკუმენტური ფილმის Leaving Neverland გამოსვლის შემდეგ ახალი ზელანდიისა და კანადის რადიოსადგურები მაიკლ ჯეკსონის სიმღერებს აღარ გაუშვებენ.

ფილმი ორი ახალგაზრდა კაცის ისტორიას შეეხება, რომლებიც ყვებიან, რომ ცნობილი ვარსკვლავის, მაიკლ ჯეკსონის მხრიდან წლების განმავლობაში სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ.

დოკუმენტური ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ ახალ ზელანდიასა და კანადაში ზოგიერთმა რადიომაუწყებლობამ გადაწყვიტა, რომ ამერიკელი პოპ-მომღერლის სიმღერებს ეთერში აღარ გააჟღერებს — ჯექსონის შემოქმედებაზე უარი თქვა ახალი ზელანდიის წამყვანმა რადიო მაუწყებლობამაც.

MediaWorks-ის მენეჯერმა ლიონ ვრატმა განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ ბრალდებების სისწორეში დარწმუნებულები არიან: "ჩვენ უბრალოდ არ გვინდა, რაიმე ისეთი გავუშვათ, რაც საზოგადოებას არ მოეწონება. წლების განმავლობაში ხალხი ორად იყო გაყოფილი, ახლა კი გვირჩევნია, სიფრთხილის მხარეს ვიყოთ".

დოკუმენტური ფილმის პრემიერა აშშ-ში, HBO-ს პირდაპირ ეთერში შედგა, რამაც ჯექსონის ფანებსა და სხვა მაყურებლებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ჯერჯერობით ამერიკული რადიომაუწყებლები ჯექსონის მუსიკასთან დაკავშირებით ზომების მიღებას არ აპირებენ.