სოციალურ მედიას ახალი ინფლუენსერი, ელიზაბეტ მეორე ჰყავს.

დედოფალმა თავისი მმართველობის პერიოდში პირველად დაპოსტა სამეფო ოჯახის ინსტაგრამზე და ლონდონის მეცნიერებათა მუზეუმში ვიზიტის შესახებ უამბო გამომწერებს.

"დღეს მე მეცნიერებათა მუზეუმს ვეწვიე და სამეფო არქივში ვნახე წერილი, რომელიც 1843 წელს ჩემმა დიდმა ბაბუამ, პრინცმა ალბერტმა დაწერა", - წერს პირველ პოსტში დედოფალი.

"მქონდა პატივი გამეგო იმ ბავშვების შესახებ, რომლებიც დღეს კომპიუტერის კოდებს იგონებენ და სწორედ ამით შთაგონებულმა გამოვაქვეყნე ჩემი პირველი პოსტი მეცნიერებათა მუზეუმიდან, რომელიც დიდი ხანია ტექნოლოგიების ლიდერია და ახლა ახალი თაობის შთაგონების წყაროა", - წერს ელიზაბეტი.

სამეფო ოჯახის ინსტაგრამ გვერდს ამ დროისთვის 4,6 მილიონი გამომწერი ჰყავს და აქამდე მხოლოდ უინძორების ოჯახის სხვა წევრების სახელით ქვეყნდებოდა პოსტები.

იმედია, დედოფალი მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდება და ინსტაგრამზე პოსტვას გააგრძელებს.