გადასაღებ მოედანზე ყოფნა დამქანცველი გრაფიკის მიუხედავად მაინც დიდი სიამოვნებაა. ხანდახან, მსახიობები ისე ეჩვევიან ამ გარემოს, რომ გადაღებების დასრულების შემდეგ პავილიონიდან რამე ნივთსაც გამოაყოლებენ ხოლმე სამახსოვროდ.

დღეს წარმოგიდგენთ 15 მსახიობს, რომელმაც გადასაღები მოედანი "გაქურდა" და სამახსოვროდ ნივთიც წამიღო სახლში.

1. კრის ჰემსვორტმა თორის ჩაქუჩი წამოიღო, რომელიც ახლა სახლის ერთ-ერთ ტუალეტში უდევს

2. მეთ ლებლანკმა გადასაღები მოედნიდან ის დაფა წამოიღო, რომელიც ჩენდლერისა და ჯოუის კარზე ეკიდა

3. დევიდ შვიმერმა კი ეს საათი "მოიპარა" მეგობრების გადასაღები მოედნიდან

4. კრისტენ სტიუარტმა ბინდის დასრულების შემდეგ ბელას ნიშნობის ბეჭედი მოიპარა

5. სანდრა ომ გრეის ანატომიის დასრულების შემდეგ, გადასაღები მოედნიდან ის ხალიჩა წაიღო, რომელიც კრისტინა იანგისა და ოუენის სახლში იყო

6. ჯენიფერ ლოურენსმა შიმშილის თამაშების დასრულების შემდეგ სახლში თავისი პერსონაჟის ტყავის კოსტიუმი წამოიღო

7. Guardian's of the Galaxy-ის გადაღებებიდან კრის პრატმა ასევე მისი პერსონაჟის კოსტიუმი წამოიღო

8. დენიელ რედკლიფმა კი ჰარი პოტერის სათვალე მიისაკუთრა

9. მეისი უილიამსმა სახლში არია სტარკის ერთ-ერთი კოსტიუმი წაიღო

10. დაკოტა ჯონსონმა კი თქვა, რომ გრეის 50 ელფერის გადასაღები მოედნიდან ანასტასიას რამდენიმე საცვალი "მოიპარა"

11. ჯენა ფიშერმა ოფისის გადასაღები მოედნიდან თავისი პერსონაჟის თმის სამაგრი წამოიღო

12. რაიან რეინოლდსმა კი დედპულის კოსტიუმი გააყოლა ხელს

13. ასევე კოსტიუმი წაიღო სახლში ენდრიუ გარფილდმა სპაიდერმენის გადაღებების დასრულების შემდეგ

14. იან მაკკელენმა ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების დასრულების შემდეგ ბილბოს სახლიდან გასაღები და ოქროს რამდენიმე მონეტა "მოიპარა"

15. ჩედვიკ ბოსმენმა კი შავი პანტერას გადასაღები მოედნიდან ეს ლამაზი სამაჯური წამოიღო