საკულტო ამერიკული სერიალის სასოწარკვეთილი დიასახლისები ვარსკვლავი, მარშა ქროსი ეკრანს უბრუნდება.

ბრი ვან დე კამპის როლის შემსრულებელი სულ მალე CW-ის ახალ სერიალში Jane The Novela მთავარ როლს მოირგებს.

CW-ის ეს სერიალი პოპულარული ამერიკული შოუს Jane The Virgin-ის სპინოფი იქნება.

მარშა სერიალში გლამურული და ინტრიგების მოყვარული რენატას როლს ითამაშებს, რომლის ერთდერთი საზრუნავიც შვილის დაცვაა, ამისთვის კი ყველაფერზეა წამსვლელი.

მარშა ქროსისთვის სასოწარკვეთილი დიასახლისების შემდეგ ეს იქნება პირველი სერიალი, სადაც წამყვან როლს მოირგებს. გარდა ამისა, ეს იქნება პირველი შოუ, სადაც მსახიობი კიბოს დამარცხების შემდეგ გამოჩნდება.