შესყიდვების სააგენტოს ტენდერში, რომლითაც სახელმწიფო უწყებებმა მობილური მომსახურება უნდა შეისყიდონ მხოლოდ ბილაინი (შპს ვიონი საქართველო) მონაწილეობს, მისი კონკურენტები მაგთი და სილქნეტი — არა. ამ ეტაპზე ის გამარჯვებულად არ გამოუცხადებიათ.

ამ მომსახურების შესაძენად ტენდერი პირველ მარტს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი გუშინ, 6 მარტს დასრულდა.

On.ge სილქნეტს დაუკავშირდა და ამ საკითხზე კომენტარს ელოდება, მაგთის პრესსამსახურში კი სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

გასულ წელს გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერშიც მხოლოდ ბილაინი მონაწილეობდა და სატენდერო კომისიამ ეს შეწყვიტა და განმარტა:

"კომუნიკაციების სფეროს სპეციფიურობიდან, მისი მაღალი მნიშვნელობიდან და უწყვეტი მომსახურების აუცილებლობიდან გამომდინარე, არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საჭირო იყო ტენდერში ერთზე მეტი გამარჯვებული მიმწოდებლის არსებობა, რათა ერთ-ერთი მათგანის შეფერხების შემთხვევაში თავიდან ყოფილიყო აცილებული მომსახურების გარეშე დარჩენის რისკი".