ნიკოლას მადუროს რეჟიმმა ვენესუელიდან გერმანიის ელჩი მარტინ კრინერი გააძევა, რადგან ის ქვეყნის დროებით პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს უჭერდა მხარს.

მთავრობის განკარგულებაში ნათქვამია, რომ "ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გამო" ელჩი ვალდებულია ქვეყანა 48 საათში დატოვოს. გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ რომ მარტინ კრინერი კოლუმბიიდან დაბრუნებულ ხუან გუაიდოს აეროპორტში შეხვდა.

ქვეყნის დატოვების აკრძალვის მიუხედავად ხუან გუაიდო ლათინური ამერიკის ქვეყნებში გაემგზავრა, სადაც მოლაპარაკებები გამართა. ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა და ნიკოლას მადუროს გადადგომა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

პოლიტიკური კრიზის გამო ვენესუელაში უფრო მეტად გამწვავდა ჰუმანიტარული კრიზისი. ამასთანავე, აშშ-მ ვენესუელას სანქციები გაუხანგრძლივა.

ამავე თემაზე: