კრემლში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ ისინი სტრატეგიული პარტნიორები არიან.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და უსაფრთხოება უზრუნველყოთ", — აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინისთვის სასიხარულოა, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონის წამყვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია და აღნიშნა, რომ რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის საინვესტიციო პროგრამებია შემუშავებული. მისივე თქმით, ივნისში დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნებისთვის რუსეთიდან დამკვირვებლები გაემგზავრებიან.

თავის მხრივ დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მხარდაჭერისთვის რუსეთს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ ქვეყნის ლიდერების მაღალ დონეზე შეხვედრა მნიშვნელოვანია:

"ეს ცხადყოფს, რომ სამხრეთ ოსეთის განვითარება და სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან მაღალ დონეზეა", — აღნიშნა ბიბილოვმა.

ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ამავე თემაზე: