18 ოქტომბერს ეკრანებზე დისნეის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის მალეფისენტი მეორე ნაწილი გამოვა.

ინფორმაცია ამის შესახებ ფილმის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა, რომელსაც თან ახალი პოსტერიც ერთვის:

ახალ ნაწილს Maleficent: Mistress of Evil ჰქვია და მასში მთავარ როლებს კვლავ ანჯელინა ჯოლი და ელ ფენინგი ასრულებენ. შეიცვალა პრინცის როლის შემსრულებელი და ბრენტონ ტუეიტესის ნაცვლად ამჯერად ამ პერსონაჟს ჰარის დიკინსონი განასახიერებს.

გარდა ამისა, მალეფისენტში დედოფალ ინგრიდის როლში ვიხილავთ ლეგენდარულ მიშელ პფაიფერს.