Hereditary-ის უსაზღვროდ დიდი წარმატების შემდეგ, კინოკომპანია A24-მა რეჟისორ არი ასტერის კიდევ ერთი ფილმი დააფინანსა.

ახალ საშინელებათა ტრილერს Midsommar ჰქვია და მასში მთავარ როლებს ჯეკ რეინორი, ფლორენს პიუ და უილიამ ჯექსონ ჰარპერი ასრულებენ.

ფილმის სიუჟეტი საზაფხულო ბანაკში ვითარდება. ერთი შეხედვით ჰარმონიული გარემო ნელ-ნელა ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა. რეჟისორის წინა ფილმის მსგავსად, ახალი სურათიც სავსეა მისტიკური და რელიგიური თემატიკით.

Midsommar ეკრანებზე 2019 წლის 9 აგვისტოს გამოვა და Hereditary-ის მსგავს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.

რეჟისორის წინა ჰორორში მთავარ როლს ტონი კოლეტი ასრულებდა და კინოგაქირავებაში მან $79 მილიონზე მეტი დააგროვა. გარდა ამისა, ფილმმა არაერთი პრესტიჟული ჯილდოც მიიღო.