National Geographic-მა საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე სრულიად ახალი ფოტოკონკურსი ჩაატარა, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, ასობით ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა — გამოცემას ინსტაგრამზე მილიონობით გამომწერი ჰყავს.

24-საათიანი ფოტოკონკურსის ფარგლებში სულ 94 ათასი ფოტოგრაფის ნამუშევარი მიიღეს. საუკეთესოთა შორის საუკეთესოები კი ხმის მიცემით გამოავლინეს.

წარმოგიდგენთ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ 15 საუკეთესო ფოტოს:

1. ზებრები

ფოტო: ketankhambhatta

დინამიური ფოტო კენიაში, მასაი-მარას ნაციონალურ პარკშია გადაღებული, როდესაც ზებრები წყურვილს იკლავენ, მათ უკან კი ველური სამყაროს სხვა წარმომადგენლები მდინარის გადაკვეთას ცდილობენ.

2. ცურვა

ფოტო: andremusgrove

წყალქვეშა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფოტო, რომელიც ანდრეი მასგროვმა გადაიღო.

3. მზე

ფოტო: chaitdeshphotography

შთამბეჭდავ ფოტოზე მზის ამოსვლაა ასახული.

4. გორილა

ფოტო: adamkieferphoto

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაციონალური პარკის რეინჯერი, მეთიუ შამავუ პატარა გორილას ეხუტება.

5. ჟირაფების ოჯახი

ფოტო: anuroof

ჟირაფების ოჯახი მზის ამოსვლისას.

6. ცათამბჯენები

ფოტო: sebastien.nagy

ფოტოგრაფის თქმით ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ერთ რომელიმე ცათამბჯენზე ფოკუსირება ძალიან გაუჭირდა.

7. ჩახუტება

ფოტო: brentstirton

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი ჩახუტება, რომელიც ოდესმე კადრზე აღბეჭდილა. ფოტოზე გამოსახულია პანგოლინი, რომელსაც სიცოცხლე ადამიანებმა შეუნარჩუნეს.

8. თვალები

ფოტო: ne_meic

მაიმუნის ძალიან ლამაზი და გულწრფელი თვალები, რომელიც მაქსიმ ქოლიერმა გადაიღო.

9. ნადირობა

ფოტო: fshaluska

ეს ფოტო გიგანტურ ეგრეთს ასახავს, რომელსაც ძალიან გაუმართლა და ბაყაყი მოინადირა.

10. დათვი

ფოტო: yurichoufour

მეორე მტაცებელი, რომელსაც არანაკლებ მადისაღმძვრელი საჭმელი ხვდა წილად.

11. ელვა

ფოტო: franciscop777

დიდი კანიონი მართლაც არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა კანიონი, რომელსაც ელვა კიდევ უფრო შთამბეჭდავ სანახაობად აქცევს.

12. სანაპირო

ფოტო: sandracattaneoadorno

რიო-დე-ჟანეიროს სანაპირო, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ყოველთვის უამრავი ტურისტი სტუმრობს.

13. ცხვარი

ფოტო: zeppaio

ცხვარი, რომელიც ამ კუნძულის ღირსეული წარმომადგენელია.

14. "ცხენი"

ფოტო: devonfoxphotos

თქვენს ხედავთ ცხენს?

15. გაყინული მარჯანი

ფოტო: devonfoxphotos

ჰავაის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ცივმა ამინდმა მარჯანი იმსხვერპლა, რომელიც ზღვამ ნაპირზე გამორიყა.