"დღეს აქცენტი გავაკეთეთ ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს მნიშვნელობაზე, თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე", — ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა პრემიერ მამუკა ბახტაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, განსაკუთრებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესში:

"ეს იქნება ინკლუზიური, იმედია და საქართველოს სასამართლო სისტემა წარმატებით მოექცევა რეფორმის ფარგლებში. ჩვენ ასევე წარმატებით განვახორციელებთ ჩვენს ასოცირების შეთანხმებას. მის დარჩენილ გამოწვევებს გავუმკლავდებით".