6 მარტს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიაუნის E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის მიმართულების პროფესორები წარადგენენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით აღნიშნულ საგრანტო კონკურსში ფიზიკის მიმართულებით დაფინანსებული ექვსი პროექტიდან ხუთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და მკვლევრების ხელმძღვანელობით მომზადდა:

  • თინათინ კახნიაშვილი – ადრეული სამყაროს სურათის აღდგენა: კოსმოსური მაგნიტური ველები და გრავიტაციული ტალღები;
  • გიორგი მაჩაბელი – რადიო პულსარების ინტერმიტირებადი გამოსხივების ბუნების შესახებ;
  • ანდრია როგავა – მსხვილმაშტაბოვანი სტრუქტურები და ტალღები მზის ქარში;
  • გრიგოლ ღოღობერიძე – წვრილმაშტაბოვანი ტურბულენტობა მზის ქარში;
  • რაგული ინასარიძე – დედამიწასთან მოახლოებადი ასტეროიდების ფიზიკური და დინამიკური მახასიათებლის შესწავლა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში

მსურველებისთვის დასწრება თავისუფალია.