შაბათს შანხაიში მერსედეს-ბენც არენაზე უჩვეულო სანახაობის საცქერად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ეს სანახაობა ვირტუალური მომღერლის, ლუ ტიანის ჰოლოგრამული კონცერტი იყო, რომელსაც აკომპანირებას განთქმული ჩინელი პიანისტი ლან ლანი უწევდა.

აღნიშნული კონცერტის ჩასატარებლად ორასი ადამიანი დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა.

ტიანი რეალურად არ არსებობს და ეს საინტერესოა, რადგან აღნიშნული კონცერტი გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორი შეიძლება ფორმის შეიძლება იყოს მომავლის პერფორმანსები და სანახაობები.

ტიანის ხმა და ხასიათი რთული და კომპლექსური ტექნოლოგიის შედეგია. კონცერტის დროს ტიანის სხეულს სცენის უკან მდგომი მსახიობი მართავდა, რისი საშუალებთაც ტიანი დამსწრე საზოგადოებასთან ურთიერთობას პირდაპირ რეჟიმში ამყარებდა.

აღსანიშნავია, რომ ლი ერთადერთი ვირტუალური პერსონაჟი არ არის. იაპონიაში მისი მსგავსი ვირტუალური გმირები ძალიან პოპულარულია. ვირტუალურ პერსონაჟებში კი სხვადასხვა კომპანიები უფრო და უფრო მეტ ფულს დებენ, გათვლების მიხედვით, აღნიშნული ინდუსტრიის ღირებულება მალე ასობით მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

"ლუ ტიანი იდეალურია. ის ნამდვილი ადამიანი არ რის, რის გამოც ის შეიძლება იყოს ისეთი, როგორსაც თქვენ მოისურვებთ", - აცხადებს 17 წლის კიტ ჩონგი.