პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, თიბისის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ "ჩვეულებრივ ფურცელზე", კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტი წარადგინა, რომლის შედგენაც მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. პროკურორი განმარტავს, რომ ამ ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ იყო.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ წერილი მას შუამავლმა მიაწოდა. ხოლო, როცა შუამავლის დასახელება ითხოვეს, პროკურორის ცნობით, გაუგებარი მიზეზით ხაზარაძემ შუამავალი არ დაასახელა.

"მას აქვს ვალდებულება, რომ დაასახელოს შუამავალი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე ამ ქაღალადზე, სადავ აკრეფილია ტექსტი, არანაირი მაიდენტიფიცირებეკი ნიშანი არ გააჩნია. ეს წერილი ჩვენ ჯერ არ გადმოგვცემია, სასამართლოს აქვს", — განმარტავს პროკურორი.

გუშინ, 4 მარტს პარლამენტში თიბისის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინეს. ამ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების წინ მაღალჩინოსანმა წერილი მიწერა, რომლის მიხედვითაც მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას ქვეყნისა და საერთაშორისო ასპარეზზე. შემდგომში ხაზარაძემ განმარტა, რომ ეს წერილი გახარიასგან მიიღო. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმირებული იყო. ამასთან დაკავშირებით ხაზარაძე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, სასამართლოში წერილის ასლი წარადგინა, ორიგინალი კი, ლონდონში ექსპერტიზაზე გაგზავნა.