თბილისის საქალაქო სასამართლოში თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მან წერილის შინაარსზე კვლავ არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ მათი ასლი -პროკურორებს გადასცა.

"წერილში რაც წერია, ეს იყო პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ, კარგად ახერხებ პრესკონფერენციებს. კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი", — განაცხადა ხაზარაძემ.

გუშინ, 4 მარტს პარლამენტში თიბისის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუსმინეს. ამ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების წინ მაღალჩინოსანმა წერილი მიწერა, რომლის მიხედვითაც მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას ქვეყნისა და საერთაშორისო ასპარეზზე. შემდგომში ხაზარაძემ განმარტა, რომ ეს წერილი გახარიასგან მიიღო. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმირებული იყო. ამასთან დაკავშირებით ხაზარაძე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც ხაზარაძემ განაცხადა, სასამართლოში წერილის ასლი წარადგინა, ორიგინალი კი, ლონდონში ექსპერტიზაზე გაგზავნა.