ამერიკელი კომიკოსი პიტ დევიდსონი და ბრიტანელი მსახიობი, ქეით ბეკინსეილი კიდევ ერთხელ გამოჩნდნენ ერთად.

ოქროს გლობუსისა და კომედიური შოუს გარეთ გამოჩენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ისინი მედისონ სკვერის სტადიონზე, ჰოკეის თამაშს დაესწრნენ.

როგორც ჩანს, წყვილი საჯაროობას და ურთიერთობის დემონსტრირებას არ უშინდება. პაპარაცებმა ისინი კოცნის დროს დააფიქსირეს.

ფოტო: Shutterstock

ფოტო: Shutterstock

ფოტო: Shutterstock

ბეკინსეილსა და დევიდსონს ურთიერთობა ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ, თუმცა, მსოფლიო ბედნიერი იქნება, თუ შოუ-ბიზნესს 2019 წელს კიდევ ერთი ლამაზი წყვილი შეემატება.

ფოტო: Shutterstock

დევიდსონი ზაფხულში მომღერალ არიანა გრანდეზე იყო დანიშნული, წყვილი ერთმანეთს ოქტომბერში დაშორდა. პაპარაცის კითხვას, თუ რას ფიქრობდა ახალ წყვილზე, გრანდემ ცოტა ხნის წინ უპასუხა, რომ ისინი ერთად "საყვარლები" არიან.